1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:57:15

2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9 მლრდ ლარით გაიზარდა

By: Admin
2020-08-31 13:58:42
204

2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9 მლრდ ლარით, ანუ 3.85 პროცენტით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.32 პროცენტია.

„2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.9 მლრდ ლარით, ანუ 3.85 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.14 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი აგვისტოსათვის 51.17 მლრდ ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

Share