5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:01

წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა

By: Admin
2020-08-31 13:57:52
204

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.

„2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია“, - განაცხადეს საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share