ვალუტის კურსი

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რესტორნებისთვის პროტოკოლების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერაზე განაცხადა, რომ ჯარიმას ძალა აქვს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ის გადასახდელი იქნება.
მისი თქმით, ზოგიერთი რესტორანი პროტოკოლის დაცვით თავს არ იწუხებს.
„ჯარიმას აქვს აზრი და ძალა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ის იქნება გადასახდელი. ისევ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, როცა არის საკურორტო სეზონი და გაზრდილია შიდა მობილობა, დავიცვათ პროტოკოლები. ბევრგან არის შესუსტებული პროტოკოლების დაცვა, ცოტა უფრო რელაქსირებულია მოსახლეობაც და ზოგიერთი რესტორანიც ამას გრძნობს და არ იწუხებს თავს პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროტოკოლები დავიცვათ“, - განაცხადა თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share