5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:55

ნათია თურნავა - საქართველო იქნება გამონაკლისი, სადაც პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტიციები გაიზრდება

By: Admin
2020-08-31 12:08:43
204

„საქართველო იქნება ის გამონაკლისი ქვეყანა, სადაც პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტიციები გაიზრდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც კი საქართველოში რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა.

„პროგნოზი გვაქვს კეთილსაიმედო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში ინვესტორები უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ და შეიძლება გადახედონ გეგმებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო იქნება ის გამონაკლისი ქვეყანა, სადაც პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტიციები გაიზრდება. ამის ნიშნები გვაქვს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც კი რამდენიმე მსხვილი პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა თურნავამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share