ვალუტის კურსი

2020 წლის 1 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.
„მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100 პროცენტით, მაქსიმალური 8.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.100პროცენტით განისაზღვრა“, - განაცხადა სებმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share