5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:54:09

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

2020 წლის 1 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 127 860 000 ლარი.

„მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.170 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - განაცხადეს სებ-ში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share