ვალუტის კურსი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდა ტურისტული ნაკადების საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია ვითარდება, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„მოგახსენებთ, რომ შიდა ტურისტული ნაკადების საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია ვითარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც მისასალმებელია. კონკრეტულად ბათუმს რაც შეეხება, არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, იქ არანაირი საკარანტინე რეჟიმის დაწესება არაა საჭირო“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share