3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:31:54

„თიბისიმ“ იპოთეკური სესხების ახალი, გამარტივებული არხი შექმნა

By: Admin
2020-09-03 17:19:41
204

პირველად საქართველოში, იპოთეკური სესხის მიღება კიდევ  უფრო მარტივად, ციფრულადაა შესაძლებელი.

ვებ-გვერდზე tbcmortgage.ge მომხმარებელი შეძლებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული მისთვის საჭირო ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებას, მათ შორის:

· თანხის მოთხოვნას სასურველი უძრავი ქონების შესაძენად;

· თანხის მოთხოვნას რემონტისთვის ან უძრავი ქონების ასაშენებლად;

· ყველა არსებული იპოთეკური სესხის გაერთიანებას;

· სასურველი პაკეტის შექმნას, რომელიც მოიცავს:

შეძენა/აშენება/გარემონტება/სესხების გადაფარვას;

· სესხის კალკულატორით სარგებლობას  და წინასწარ ყოველთვიური შენატანის დაანგარიშებას;

· წინასწარ იმის განსაზღვრას, რა რაოდენობის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია  და სხვ.

პლატფორმის  დახმარებით მომხმარებელს იპოთეკური სესხის წინასწარ დამტკიცება და 6 თვის მანძილზე სასურველი კომერციული ფართის, ბინის, აგარაკის მოძებნის და შერჩევის  შესაძლებლობაც ექნება.

იპოთეკური სესხების გამარტივებული არხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - tbcmortgage.ge.

 

(R)

Share