4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:55:36

აგვისტოს თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 207 ფაქტი გამოვლინდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 207  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განუცხადა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 65 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.იმერეთში დაფიქსირდა 44 ფაქტი, აჭარაში - 20,სამცხე-ჯავახეთში - 18, ქვემო-ქართლშიც - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში -17, შიდა ქართლში - 15, გურიაში - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 3, მცხეთა მთიანეთში - კი 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 487 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 15 ფაქტი. ასევე, ამოღებულია8 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

 

(NS)

Share