3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:30:26

ეროვნულმა ბანკმა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა

By: Admin
2020-09-08 13:37:39
204

2020 წლის 8 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 121 000 000 ლარი.

ასევე, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.094 პროცენტით განისაზღვრა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share