1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:55:13

საპენსიო აქტივების სარგებელი 2,3-ჯერ აღემატება წლიურ ინფლაციას

By: Admin
2020-09-08 15:36:02
204

8 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა  447-მა ადამიანმა. საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით - 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა - 49 პირმა.

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 79.5 მილიონ ლარამდე სარგებელი.

„საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში, რაც 2.3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს (აგვისტოს მდგომარეობით 4.8%), ხოლო 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს“, - აცხადებს საინვესტიციო სამსახურის უფროსი, საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

 

Share