ვალუტის კურსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ჩვენი ეკონომიკა მკაცრი შეზღუდვების შედეგად გამოწვეულ დარტყმას ვეღარ გაუძლებს.
თურნავას იმედი აქვს, რომ კორონავირუსის ტალღას ეკონომიკა შედარებით უმტკივნეულო გაივლის.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს უკვე გავიარეთ და ამას, ჩვენი ეკონომიკა, რა თქმა უნდა, მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს, შესაბამისად წერტილოვანი ღონისძიებებით და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share