ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4022 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3993 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.8125 ლარი ეღირება, დღეს კი მისი ღირებულება 2.7933 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0192 ლარი შეადგინა.
Share