4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:36:42

საქსტატი - ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 83.8 პროცენტი

By: Admin
2020-09-11 11:25:44
204

შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2020 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 83.8 პროცენტი.

მოცემული მონაცემები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტული პუნქტით მეტია.

„შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2020 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 83.8 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 4.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად, 90.7 და 74.5 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და 93.5 და 91.9 პროცენტი შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 74.0 პროცენტმა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 82.4 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 61.6 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 73.2 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 74.9 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 97.2 პროცენტს შეადგენს.

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.4 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.4 პროცენტი კი - უფრო იშვიათად“, - ვკითხულობთ კვლევაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share