2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:45:58

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია.

ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 505 ტონა ვაშლი, რაც 300 % -ზე მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ქართული ვაშლი წელს, რუსეთის ფერედაციის და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციული ბაზრების გარდა - სომხეთის რესპუბლიკასა და სიანგანში (ჰონკონგი) გავიდა.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია:  რუსეთის ფედერაცია (466 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა  (37 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა ( 2 ტონა), სიანგანი (0,10 ტონა).

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

Share