2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:56:57

საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად მოსახლეობის 67% უმუშევრობას მიიჩნევს - NDI

By: Admin
2020-09-14 12:11:55
204

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად მოსახლეობის 67%  უმუშევრობას მიიჩნევს.

მოსახლეობის 33% მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მთავარი პრობლემა ინფლაციაა. 22 პროცენტის აზრით, ეკონომიკის მთავარ პრობლემას სიღარიბე წარმოადგენს, 20 % ფიქრობს, რომ დაბალი ხელფასი საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევაა.

საქართველოს მოსახლეობის 18% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემა ლარის გაუფასურებაა. აღნიშნულის პრობლემად მოქალაქეთა 11% მაღალ გადასახადებს 10% კორონავირუსს, 6% საზღვრის ჩაკეტვას, 5-5 ნეპოტიზმს ასახელებს. მოსახლეობის 1% მიიჩნევს რომ საქართველოს ეკონომიკას პრობლემა არ აქვს.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share