5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:57:38

საქართველოში იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.7 პროცენტით შემცირდა

By: Admin
2020-09-14 12:11:55
204

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (14.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარი (17.5 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტი შეადგინა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share