ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის დირექტორის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის გაუფასურება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.
გვენეტაძის თქმით, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, სავალუტო ბაზარზე დროებითი დაძაბულობაა.
„დღესაც ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონის დოლარის რესურსს გამოიტანს და გაყიდის.
მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას ინფლაციასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა გვენეტაძე..
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share