ვალუტის კურსი

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები ტურიზმის სექტორის გარდა, ყველა სექტორში ჩანს.
მისი თქმით, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ზრდის პროცესი ჩვეული ნიშნულისკენ ბრუნდება.
„ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები პრაქტიკულად ყველა სექტორში ჩანს, სამწუხაროდ ტურიზმის სექტორის გარდა, როგორც მშენებლობაში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში პრაქტიკულად ჩვეული ნიშნულისკენ ბრუნდება დინამიკა და ზრდის პროცესი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share