ვალუტის კურსი

რამდენიმე წელი მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, 2023 წლისთვის დავუბრუნდებით ძველ ნიშნულს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წლისთვის დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ დავა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნორმაა.
„მიგვაჩნია, რომ იმ ფისკალური პოლიტიკის ტემპი, რაც ახლა მიმდინარეობს, არ უნდა დავაგდოთ, რადგან 2021 წლისთვის ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რათა აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. შემდეგი რამდენიმე წელი კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, მაგრამ 2023 წლისთვის მიგვაჩნია, რომ უნდა დავუბრუნდეთ ძველ ნიშნულს, რაც არის 3%-ზე ქვევით და რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნორმაა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share