ვალუტის კურსი

ბაზისბანკი სერვისცენტრების ქსელს აფართოებს.
ბანკის გენერალური დირექტორის დავით ცაავას განცხადებით, მომავალ კვირაში ზუგდიდში ბაზისბანკის რიგით მე-5 სერვისცენტრი გაიხსნება.
„ჩენ 2012 წლიდან მუდმივად ვაფართოვებთ ჩვენს სერვისცენტრების ქსელს, მიმდინარეობს მათი განახლება. მომავალ კვირაში დაგეგმილი გვაქვს ახალი სერვისცენტრის გახსნა დასავლეთ საქართველოში. ეს იქნება რიგით მე-5 სერვისცენტრი. სერვისცენტრი გაიხსნება ზუგდიდში და მხარს დაუჭერს როგორც ადგილობრივ წარმოებას, ასევე იქნება ორიენტირებული ექსპორტზე, პროდუქციის მხარდაჭერაზე“,-განაცხადა დავით ცაავამ.
®
Share