ვალუტის კურსი

„ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორის დავით ცაავას განცხადებით, ბანკი არაპროფილური აქტივების გამიჯვნის ინიციატივას მხარს უჭერს.
მისივე თქმით, ბაზისბანკი დღეს არანაირ არაპროფილურ აქტივებს არ ფლობს:
„ბაზისბანკი დღეს არ ფლობს არანაირ არაპროფილურ აქტივებს. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბანკის ბიზნესი არის სწორედ საბანკო აქტივების განვითარება და საბანკო ბიზნესის განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ინიციატივებს, რაც შეეხება და რაც აძლიერებს საბანკო სექტორს“,-აღნიშნა დავით ცაავამ.
Share