1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:03:06

17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ მეტია.

ამის შესახებ „ეკონომისტექსპრესს“ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განუცხადა.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია:  რუსეთის ფედერაცია (722.3 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა  (51.4 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (2.5 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,10 ტონა).

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

Share