4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:06:37

სპეციალისტებმა მესტიაში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრნენ და ადგილობრივ ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მერძეული ნახირის მოვლა-მოშენების, ფუტკრის ოჯახების მოვლის და დაავადებებთან ბრძოლის საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. სპეციალისტებმა ადგილობრივების ფერმები და მეურნეობები დაათვალიერეს, მათ პრობლემებს გაეცნენ და დახმარება გაუწიეს.

პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 2 წელია რაც წარმატებით ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს გაუწიეს კონსულტაცია.

 

(NS)

Share