4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:56:14

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და კომპანია ,,იუ ჯი თი“ - ს შორის

By: Admin
2020-09-22 18:02:55
204

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოლოგიურ კომპანია „იუ ჯი თი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სტარტაპ კომპანიები, რომლებიც დააკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს, შეძლებენ ისარგებლონ Azure DevOps ხელსაწყოებით და  UGT Cloud-ის Azure Stack ის ჰიბრიდულ ღრუბლოვან პლატფორმაზე გამოყოფილი რესურსით. ამას გარდა, სერვისები მოიცავს Azure DevOps ხელსაწყოების ინტეგრაციას, როგორც Azure Stack ის გარემოსთან, ასევე საჭიროების შემთხვევაში გლობალური Azure ის ღრუბლოვან გარემოსთან.

მემორანდუმის ფარგლებში შეირჩევა 5 საინტერესო გადაწყვეტილება. უპირატესობა მიენიჭება ღრუბლოვან გარემოზე მორგებულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს.

Azure Stack-ის ჰიბრიდული ღრუბლოვანი გარემო განთავსებულია UGT-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და დაცული ინფრასტრუქტურაა ქვეყნის მასშტაბით.

Azure DevOps-ის სერვისები საშუალებას მისცემს სტარტაპ კომპანიებს ერთი ხელსაწყოს გამოყენებით შეძლონ უწყვეტი ინტეგრაციის  და უწყვეტი დანერგვის პროცესების (CI/CD Pipeline) ავტომატიზირება. ასევე, გამოიყენონ Agile მეთოდოლოგია გუნდური მუშაობისთვის და დანერგონ პროექტების მართვის, კოდის ტესტირებისა და განახლების დახვეწილი და კარგად დოკუმენტირებული პროცედურები.

 

(NS)

Share