3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:33:41

BLOOMBERG-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ფასმა 3.34 ლარს გადააჭარბა

By: Admin
2020-09-25 15:47:54
204

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 20 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მიარზე მეტი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 77 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 460 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

Share