4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:09:13

2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორში 15 კომერციული ბანკია.

By: Admin
2020-09-25 17:05:24
204

2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორში 15 კომერციული ბანკია.  მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 197.39 მლნ ლარით, ანუ 0.39 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.01 პროცენტით შემცირდა) და 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 50.98 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 პროცენტია.

Share