3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:44:05

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3332 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.2897 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში  0.0435 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.8812 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.8292 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში  0.0520 ლარი შეადგინა.

Share