5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:53:25

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, ნაკადულის კალმახის საშენში საინკუბაციო შენობა აშენდა

By: Admin
2020-09-28 11:54:51
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში  160 კვ.მ. შენობა აშენდა, სადაც კალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზები განთავსდება.

2016 წლიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს.

საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც სისტემატიურად პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

 

(NS)

Share