1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:58:02

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 23.5 მლრდ აშშ დოლარს (-71.9 მლრდ ლარს) შეადგენს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„საქართველოს  საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -23.5 მლრდ აშშ დოლარს (-71.9 მლრდ ლარს) შეადგენს“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამ მონაცემებით, ეს რიცხვი ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -140.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 953.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

„2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.7 მლრდ აშშ დოლარია (32.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 250.0 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34.2 მლრდ აშშ დოლარი (104.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.2 მლრდ აშშ დოლარით მეტია“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.

Share