2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:48:47

2020 წლის სექტემბერში, წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 3.8 პროცენტი შეადგინა.

By: Admin
2020-10-02 11:42:05
204

„2020 წლის სექტემბერში, წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 3.8 პროცენტი შეადგინა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მისივე ინფორმაციით, საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.97 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ყავა, ჩაი და კაკაო (14.4 პროცენტი), თევზეული (11.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.1 პროცენტი),

პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.2 პროცენტი), რძე, ყველი და

კვერცხი (6.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს

წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა

ტკბილეული (4.1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9 პროცენტიანი მატება.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.3 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.1 პროცენტით.

შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე:

პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (30.3პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (13.0 პროცენტი).

 

ავტორი: მარიამ ხულიაშვილი

Share