ვალუტის კურსი

2020 წლის 6 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა.
მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 50 415 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.120 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.059 პროცენტით განისაზღვრა.
Share