2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:54:34

რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4 პროცენტით შემცირდება - მძიმე ეკონომიკურ ვარდნა

By: Admin
2020-10-07 13:33:51
204

რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4 პროცენტით შემცირდება , რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნა, - ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს.

მისივე განცახდებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება  2021 წლიდან, 1.1-დან 3.3 პროცენტამდე დიაპაზონშია მოსალოდნელი. პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, თუმცა რისკები შესუსტებისკენ იხრება. 

მსოფლიო ბანკის ანგარიშში წერია, რომ აღდგენის ტემპი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ხანგრძლივობაზე, ვაქცინის ხელმისაწვდომობასა და განაწილებაზე, ასევე, გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების გაუმჯობესების ხარისხზე. პანდემიის გაუარესების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა რეგიონში შესაძლოა მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდეს.

“გამოწვევებით აღსავსე ასეთ რთულ პერიოდში ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა უშუალო კრიზისის მიღმა უნდა გაიხედონ და  პოსტპანდემიური მდგრადი აღდგენისთვის მოემზადონ,“

ეს ნიშნავს მართვის გაძლიერებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ინოვაციის და ციფრული განვითარების განმტკიცებას. კრიტიკულად არსებითი იქნება მნიშვნელოვანი და მდგრადი ინვესტიცია ხარისხიან განათლებაში და ჯანდაცვაში“ , -   აღნიშნა  ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტმა ანა ბიერდემ.

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია 2020 წელს  სიღარიბეს სავარაუდოდ რეგიონის ყველა ქვეყანაში გააღრმავებს. ანგარიშის შეფასებების მიხედვით, დღეში 3.20 აშშ დოლარის ოდენობის სიღარიბის ზღვარის შემთხვევაში, სიღარიბეში დამატებით შესაძლოა 2.2 მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს, ხოლო დღეში 5.5 აშშ დოლარის ოდენობის სიღარიბის ზღვარის შემთხვევაში (რომელიც ჩვეულებრივ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გამოიყენება) კი 6 მილიონი ადამიანი.   

 

Share