3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:43:42

მერაბ ნინიძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე - აქ.ახლა, პროფესია - ხელოვანი

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.

8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ მერაბ ნინიძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის - „აქ.ახლა, პროფესია - ხელოვანი" ფარგლებში, მსახიობი თავისი პროფესიის თავისებურებებზე და მისთვის აუცილებელ თვისებებზე, განვლილ შემოქმედებით გზაზე და თანამედროვე სამყაროში მსახიობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

მერაბ ნინიძე მაყურებელს გაუზიარებს დეტალებს რეჟისორ ალექსეი გერმანის ფილმის - „30 დღე, 30 ღამე" შესახებ, რომლის გადაღებაც ახლა მიმდინარეობს.

მსახიობი პოეზიისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე და ამ დარგების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე, ასევე პროექტზე - „ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები" ისაუბრებს.

 

Share