4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:55:02

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ღია კარის დღეების ფორმატმა გადასახადის გადამხდელთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების მეშვეობით გადასახადის გადამხდელებს მუდმივად მიეწოდება, კომუნიკაციის აღნიშნული ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, რათა გადამხდელებმა მათთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეების შესახებ განმარტებები უშუალოდ მათგან მიიღონ, რომლებიც კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემუშავებაში იყვნენ ჩართული“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარებულ ღია კარის დღეებთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნული საჯარო შეხვედრები ფინანსთა სამინისტროში  სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებულ ოთხ საჯარო ლექციას - 21, 24 26 და 28 ივლისს ჯამში, 800-ზე მეტი მსურველი დაესწრო.

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა. შეხვედრა ინტერაქტიული იყო და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ღია კარის დღეების ფორმატმა გადასახადის გადამხდელთა შორის დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ამდენად, მსგავსი ტიპის საჯარო შეხვედრები მომავალში, ამჯერად, რეგიონებში ჩატარდება.

 

(NS)

Share