-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:12:59

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9 პროცენტით შემცირდა

By: Admin
2020-10-13 11:17:03
204

 

„2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე)14.9 პროცენტით შემცირდა“ , - ამის შესახებ ანგარიშს საქსტატი აქვეყნებს.

 მისივე ინფორმაციით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

„აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა“,- აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

 

ავტორი: მარიამ ხულიაშვილი

Share