-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:16:28

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-10-13 14:11:50
204

2020 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა  ბანკმა.

„მოთხოვნამ შეადგინა 78 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.061 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 %პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.123 პროცენტით განისაზღვრა“, - განაცხადა სებმა.

Share