
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი 28.7%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ფულადი გზავნილების სტატისტიკას, 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით, რომელშიც წერია, რომ 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7%-ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მისივე ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.6% მოდიოდა.
„2020 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ აშშ დოლარი (79.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია“, - წერია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ავტორი: მარიამ ხულიაშვილი
Share