ვალუტის კურსი

„საფინანსო მომსახურებით დაკავებული საწარმოების დეკლარილებულმა შემოსავლებმა 5507,1 მლნ. ლარი შეადგინა“, - ამის შესახებ ინფორმაციას, საქსტატი აქვეყნებს.
მისივე ინფორმაციით, საფინანსო მომსახურებით 2019 წელს, 1958 საწარმო იყო დაკავებული და აქედან უდიდესი ნაწილი (76,0 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 9,7 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 14,3 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
2019 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1889,6 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით.
ამასთანავე, 2019 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2017,9 მლნ. ლარი შეადგინა.
ავტორი: მარიამ ხულიაშვილი
Share