3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:28:56

საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 14.9%-ით შემცირდა

By: Admin
2020-10-19 12:06:36
204

საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 14.9%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას, საქსტატი აქვეყნებს.

ასევე ცნობილია, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში, 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია, - აცხადებს საქსტატი.

Share