5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:56:05

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საინპორტო ჯგუფების სამეული

By: Admin
2020-10-19 12:06:29
204

საქსტატმა გამოაქვეყნა საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საინპორტო ჯგუფების სამეული, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

2020 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 541.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 304.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 180.3 მლნ. აშშ დოლარით (7.5 პროცენტი), - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

ამასთანავე, მისივე ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 560.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 415.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).

ავტორი: მარიამ ხულიაშვილ

Share