ვალუტის კურსი

2020 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 28.7%-ით გაიზარდა და რეკორდული ნიშნული 192.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაცია Galt & Taggart- ის კვირის მიმოხილვაშია მოცემული.
მისივე ინფორმაციით, ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა უმეტესი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან.
გზავნილები მკვეთრად გაიზარდა იტალიიდან (+38.6%), აშშ-დან (+47.2%) და საბერძნეთიდან (+34.7%), ხოლო კლება დაფიქსირდა რუსეთიდან (-3.2%).
ამასთან, 2020 წლის პირველ ცხრა თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 6.2%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, - წერია მიმოხილვაში.
Share