1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:53:11

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 93.6%-ით შემცირდა

By: Admin
2020-10-19 13:45:11
204

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტების (ტურისტები და ერთდღიანი ვიზიტორები) რაოდენობა წლიურად 93.6%-ით შემცირდა და 50.5 ათასი ვიზიტორი შეადგინა, რაც COVID-19 პანდემიის შედეგია, - ამის შესახებ ინფორმაცია, Galt & Taggart- ის კვირის მიმოხილვაშია მოცემული.

მისივე ინფორმაციით, ჯამურად, 2020 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანაში სულ 1.4 მლნ ( 77.1%წ/წ) საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 0.96 მლნ (-75.9% წ/წ) შეადგინა.

ამასთან 2020 წლის პირველ ცხრა თვეში, სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 499.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (-80.7% წ/წ).

Share