ვალუტის კურსი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2022-25 წლებში საშუალოდ 5.6%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ ინფორმაცია, გალთ&თაგარტის კვირის მიმოხილვაშია მოცემული.
მისივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 5.0%-იან კლებას ელოდება 2020 წელს, ხოლო 2021 წლისთვის 5.0%-იან ზრდას პროგნოზირებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის 4.4%- იან კლებას პროგნოზირებს, რაც ივნისში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული, - წერია მიმოხილვაში.
Share