ვალუტის კურსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის 13 ოქტომბერს 1-წლიანი 50 მლნ ლარის (15.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა, - ამის შესახებ გალტ&თაგარტი წერს.
მისივე ინფორმაციით, მოთხოვნა 1.6-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.029პპ-ით გაიზარდა და 8.123% შეადგინა.
უახლოესი აუქციონი დაგეგმილია 2020 წლის 20 ოქტომბერს, სადაც 10-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება, - წერია გალტ&თაგარტის კვირის მიმოხილვაში.
Share