
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 8.91 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.94% წინა კვირასთან შედარებით და -5.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 179 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.76 – 9.33 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ გალტ%თაგარტი აქვეყნებს.
ასევე, Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 4.03 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში GBP), -1.83% წინა კვირასთან შედარებით და +10.12% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 157 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 4.02 – 4.51 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 9.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.25% წინა კვირასთან შედარებით და -4.92% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 310 ათასს გადააჭარბა, GBP 9.35 – 10.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა, - წერია გალტ&თაგარტის კვირის მიმოხილვაში.
Share