1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:56:33

სახელმწიფო ძალიან დიდ სუბსიდიას აკეთებს, რადგან 70%-ს სესხის ნაწილს თვითონ იხდის - ლაშა პაპაშვილი

By: Admin
2020-10-20 15:16:06
204

მთავრობაში დღეს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ასევე ბიზენ-ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი ესწრებოდნენ.

სხდომის დამთავრების შემდეგ მათ ჟურნალისტებთან ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ქართულ ბიზნეს სექტორს აქვს.

„მთავარი ეხლა ჩვენთვის არის ის, რომ ძირითადად საცალო ვაჭრობაში, ჰორეკა ბიზნესში, ანუ ტურიზმის ბიზნესში ვართ, აუცილებელია, რომ გაგრძელდეს ეს შეღავათები, რომელიც არის დაწესებული.

სახელმწიფო ძალიან დიდ სუბსიდიას აკეთებს, რადგან 70%-ს სესხის ნაწილის თვითონ იხდის“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან და ძალიან კარგია ესეთი ფორმატი, ძალიან დროულია, კონკრეტული საკითხები გვაქვს და აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

 

Share