-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:12:53

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი კვლავ აღმასვლის მეოთხედშია

By: Admin
2020-10-20 15:34:33
204

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი კვლავ აღმასვლის მეოთხედშია”, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG აქვეყნებს.

BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ბიზნეს კლიმატის ინდექსს მოიცავს.

მისივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის III კვარტალში, II კვარტალთან შედარებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ოდნავ გაუარესდა, მაშინ როცა -12.3-დან -19.0-მდე შემცირდა. რაც შეეხება მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, იგი გაუმჯობესდა და 12.2-დან 21.8-მდე გაიზარდა

ამასთანავე, კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არის დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2020 წლის III კვარტალში, სექტორებს შორის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი, მომსახურების სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის დადებითია. როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნული შეფასება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან პანდემიის შედეგად, შექმნილი ვითარება ყველაზე მეტად მომსახურების სექტორმა იგრძნო. სწორედ ამიტომ, მომსახურების სექტორი მიმდინარე მდგომარეობას მკვეთრად უარყოფითად აფასებს. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ამ სექტორის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ოპტიმისტურია.

 

Share