4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:57:54

კობა გვენეტაძე - კრიზისი ჯერ არ დასრულებულა

By: Admin
2020-10-21 11:59:41
204

კრიზისი ჯერ არ დასრულებულა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დროული გამოყენება ფინანსურ სექტორს საშუალებას მისცემს გაუძლოს პანდემიის ნეგატიურ გავლენას.

„ცხადია გვესმის, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ გვჯერა, რომ მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი ქმედებები და მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დროული გამოყენება ფინანსურ სექტორს საშუალებას მისცემს გაუძლოს პანდემიის ნეგატიურ გავლენას და, უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share