ვალუტის კურსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება.
BAG-ში აცხადებენ, რომ ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია.
„BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, კერძოდ, BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას გამოხატავს, 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს მიღებული ნეგატიური მაჩვენებლიდან მესამე კვარტალში მცირედ დადებითისკენ გადაიხარა“, - აცხადებენ BAG-ში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share